IF Design-ის 2022 წლის ღონისძიებაზე ჰიუნდაიმ 9 ჯილდო მოიპოვა

2022 წლის IF Design-ის დაჯილდოებაზე Hyundai-მ ზედიზედ მერვედ მოიპოვა გამარჯვება რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის: პროდუქტი, პროფესიონალური კონცეპტი, ინტერიერის არქიტექტურა და კომუნიკაცია. IF Design-ი 1954 წლიდან ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო დიზაინებს. ეს ღონისძიება Red Dot-სა და IDEA-სთან ერთად დიზაინის მიმართულებით გამორჩეული საერთაშორისო დაჯილდოებაა.

„ჩვენთვის დიდი პატივია რომ ვიყოთ აღიარებული როგორც „lifestyle” ბრენდი, რომელიც უფრო ძლიერ კავშირს ამყარებს ადამიანსა და სატრანსპორტო საშუალებებს შორის - იმისათვის, რომ მომხმარებლებმა ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მეტი კომფორტი იგრძნონ. ჩვენი დიზაინერები გულმოდგინედ მუშაობენ ინჟინრებთან ერთად ღირებული პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც ასევე ხაზს გაუსვამს ბრენდის ფასეულობებს“ -სანგ იუპ ლი, ჰიუნდაის ვიცე პრეზიდენტი.

STARIA- “PRODUCT” კატეგორიის გამარჯვებული: IF Design-ის პროდუქტის კატეგორია მრავალმხრივია და მოიცავს ავტომობილებსაც. სწორედ ავტომობილების კატეგორიის გამარჯვებული გახდა ჰიუნდაის მრავალფუნქციური მინივენი STARIA.

Staria რომლის დებიუტი გასულ წელს შედგა ადასტურებს თავის კოკურენტუნარიანობას დიზაინის კატეგორიაში. მისი ფუტურისტული ექსტერიერი კოსმოსურ ხომალდს მოგაგონებთ, ხოლო ინტერიერის უსაზღვრო სივრცე მძღოლისა და მგზავრების კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს.

Seven და IONIQ 5-ზე დაფუძნებული რობოტაქსი- პროფესიონალური კონცეპტის კატეგორია:

Hyundai SEVEN ბრენდის SUEV კლასის კონცეპტუალური ავტომობილია, რომელიც 2021 წელს ლოს ანჯელესის ავტო შოუზე გამოჩნდა. მან პირველობა პროფესიონალური კონცეპტის კატეგორიაში დაიმსახურა. SEVEN-ი IONIQ ხაზის განვითარების ახალ საფეხუზე გადასვლას მიგვანიშნებს. მისი გრძელი საბურავებს შორისი ბაზა ელექტრომობილისთვის განკუთვნილი პლატფორმა E-GMP-ის დამსახურებაა, რომლის დახმარებით ავტომობილის სალონში უზარმაზარი სივრცე იქმნება. SEVEN-ის ინტერიერი მგზავრებს უფრო მეტ სივრცეს სთავაზობს, ხოლო ავეჯის მსგავსი სავარძლები და ფუნქციონალი ლაუნჯის შეგრძნებას აღვივებს.

აღნიშნულ კატეგორიაში პირველობა მოიპოვა IONIQ 5-ზე დაფუძნებულმა რობოტაქსმაც. IONIQ 5-ის ტაქსის ვერსია გვიჩვენებს მე-4 დონის ავტონომიური მართვის სენსორების იდეალურ ინტეგრაციას ელექტრომობილში. სწორედ ექსტერიერზე მრავლად განთავსებული სენსორი განასხვავებს მას სტანდარტული IONIQ 5-ისგან.

პროდუქტის კატეგორიაში „განტვირთვა“ გამარჯვება Hyundai Collection-ის სამმა პროდუქტმა მოიპოვა:

Trip Cart - მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად შექმნილი სათავსოა, რომელიც იდეალურია პიკნიკებისთვის. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია როგორც მაგიდა. ის დამზადებულია გადამუშავებით მიღებული ნედლეულით.

პორტატული Pet House - შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი პორტატული სახლი, რომლის განთავსება შესაძლებელია ავტომობილის უკანა სავარძელზე. ის შექმნილია ცხოველისთვის კომფორტული და უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. Pet House-იც დამზადებულია პლასტმასის ნარჩენებით გადამუშავებული ნედლეულისგან.

ულტრამსუბუქი მაგნიტური ქოლგა - ეს არის სუპერ მსუბუქი ქოლგა (240გრ), რომლის სახელურთან განთავსებულია მაგნიტი, იმისათვის რომ მისი განთავსება სხვადასხვა ზედაპირზე მარტივად შეძლოთ. ქოლგა შემუშავებულია იმისთვის რომ ბრენდმა გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება სატრანსპორტო საშუალებებს მიღმა.

Hyundai Motorstudio Busan და IAA Mobility Booth - ინტერიერის არქიტექტურის კატეგორია

ჰიუნდაის ყურადღება დიზაინის განვითარებაზე გრძელდება იმ სივრცეებშიც, სადაც ის საკუთარ პროდუქტებსა და კონცეპტებს გამოფენს.

Hyundai Motorstudio Busan ბრენდის მეექვსე საგამოფენო სივრცეა, რომელიც ქალაქ ბუსანში გასულ წელს გაიხსნა. შენობა აშენებულია Sustainable ტექნოლოგიითა და ქალაქის ხიდების ინსპირაციით. მისი ორიგინალურობას განაპირობებს მისი არქიტექტურა და მშენებლობის ტექნოლოგია, რომელიც ამცირებს ცემენტის სვეტების გამოყენებას მშენებლობაში.

ჰიუნდაის Sustainability ანგარიში - კომუნიკაციის კატეგორია ჰიუნდაის ანგარიშში ეკომეგობრულობასთან დაკავშირებით კომპანია დეტალურად აღწერს საკუთარ ვალდებულებებს. Hyundai-მ ანგარიშის მოსამზადებლად გამოიყენა ეკოლოგიურად სუფთა ფურცლები და ერთი ფერის ლაქი, იმისათვის რომ მინიმუმადე დაეყვანა რესურსების გამოყენება ბეჭდური ანგარიშის შესაქმნელად.

ყველაზე წარმატებული და დასწრებადი iF Design Award:

წელს ღონისძიებაში 57 ქვეყნიდან 11000 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი საიდანაც ონლაინ შერჩევის შემდეგ 5424 დარჩა და მათ 23 ყვეყნიდან შერჩეული 75 დიზაინის ექსპერტი აფასებდა.

IF Design გამარჯვებულებს ავლენს 9 დისციპლინაში, მათ შორის: პროდუქტი, კომუნიკაცია, შეფუთვა, სერვისის დიზაინი, ინტერიერის არქიტექტურა, მომხმარებლის გამოცდილება და მომხმარებლის ინტერფეისი. თითოეული ჯილდოსა და გამარჯვებული ნამუშევრის ნახვა ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი: ifdesign.com

If Design Award 1954 წელს დაფუძნდა IF International Forum Design GMbH-ს მიერ ჰანოვერში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა