გორი-ქარელის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა

ავტობანის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორისა და ქარელის საავადმოყოფოებში გადაიყვანეს.
დაშავებულთა შორის ერთი ქვეითია, ოთხი კი ავტომანქანების მგზავრია.
შემთხვევა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
შეჯახების შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

























