ვებსტერის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის მემორანდუმი გაფორმდა

თიბისისა და ამერიკულ უნივერსიტეტ „ვებსტერს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივი შეთანხმება სტუდენტების აკადემიური და პრაქტიკული უნარების გამომუშავების ხელშეწყობას, მათი ცნობიერების ამაღლებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, მასტერკლასებისა და ღონისძიებების გამართვას ისახავს მიზნად. უნივერსიტეტთან ერთად თიბისი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, საჯარო ლექციას, ტრენინგსა და მასტერკლასს დაგეგმავს და განახორციელებს. ამასთან, მემორანდუმი სხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ორგანიზებასაც გულისხმობს.

„მემორანდუმზე ხელის მოწერა ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის გაგრძელების საუკეთესო ნაბიჯია. ეს პროცესი ვებსტერის უნივერსიტეტსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით დაიწყო და ახლა უკვე თიბისისთან თანამშრომლობით გრძელდება. ძალიან მოხარული ვარ, რომ არსებობენ ბანკები, რომლებიც განათლებას უჭერენ მხარს. განათლება არის ყველაფრის მომავალი, ოჯახის, ქვეყნის, ერის და, ზოგადად, კაცობრიობის მომავალი. მჯერა, რომ ბანკის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერით სამყაროს უკეთეს ადგილად ვაქცევთ, საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობა კი სამუდამოდ გაგრძელდება,“ - განაცხადა ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჯულიან შუსტერმა.

„ჩვენთვის სასიამოვნო და საამაყოა, რომ თანამშრომლობას ვიწყებთ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ამერიკულ უნივერსიტეტთან. ვებსტერის უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავითარებს ყველაზე მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებს და მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან ამ შესაძლებლობებით ქართველი სტუდენტებიც ისარგებლებენ. თიბისისთვის, როგორც ახალი თაობის მუდმივი მხარდამჭერისთვის, განათლების გავრცელება და ახალგაზრდების ხელშეწყობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია და მზად ვართ, ვებსტერის უნივერსიტეტთან ერთად არაერთი პროექტი თუ ღონისძიება განვახორციელოთ,“ — განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ვებსტერის უნივერსიტეტი 1915 წელს აშშ-ში დაარსდა და იგი ერთ-ერთი მაღალრეიტინგული უმაღლესი სასწავლებელია მსოფლიოში. უნივერსიტეტი აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) -ის მიერ არის აკრედიტებული და მას მსოფლიოს მასშტაბით, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე, 50 კამპუსი აქვს.

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი 2022 წლის 19 მაისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. უნივერსიტეტი სტუდენტებს ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შესთავაზებს.

(R)

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
ვასო ურუშაძე - საქართველოში ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილებაა, რასაც ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების იდეის რეალობად ქცევა შეუძლია
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა