ფოთში ვეტერანებისათვის უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 21 მაისს ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჩაატარეს.

უწყების ცნობით, გამოკვლევები მოიცავდა ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრამას, გულის ექოსკოპიას და ლაბორატორიულ კვლევებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 161 ბენეფიციარს და განხორციელდა 644 ვიზიტი. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, ჩაფიძის გულის ცენტრის მედიკოსთა 15-კაციანი ჯგუფი ემსახურებოდა.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი, ვაჟა დალაქიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია.

ცნობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა და ხუთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ 2022 წლის 16 აპრილს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კვლავ 5 წლით გაგრძელდა.

უწყების ცნობით, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 127 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს და უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 11 482 ბენეფიციარს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია ვეტერანებს წინასწარ მიეწოდებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო