გიორგი ვაშაძე - ხვალ სამსჯავროზე წარდგება „ქართული ოცნება“ და ვნახოთ, როგორ გასცემს პასუხს იმ კონკრეტულ კითხვებს, გეგმებს და საკითხებს, რომლებსაც დავსვამთ

ხვალ სამსჯავროზე წარდგება „ქართული ოცნება“ და ვნახოთ, როგორ გასცემს პასუხს იმ კონკრეტულ კითხვებს, გეგმებს და საკითხებს, რომლებსაც ჩვენ დავსვამთ მათთან მიმართებაში , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ქართული საზოგადოების მთავარი მიზნის მისაღწევად ყველამ ერთად უნდა გავაგონოთ ხმა ევროპას.

„პირველად, ხვალ, საპარლამენტო დებატები გაიმართება, რომელიც მიეძღვნება ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, სწორედ იმ საკითხებს, რომლებსაც უკვე ასე ღიად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“. ჩვენი ქართული საზოგადოების მთავარი მიზნის მისაღწევად ყველამ ერთად უნდა გავაგონოთ ხმა ევროპას, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ძალიან ბევრ ნაბიჯს დგამს ხელის შესაშლელად. სწორედ ამიტომ, ხვალ სამსჯავროზე წარდგება „ქართული ოცნება“ და ვნახოთ, როგორ გასცემს პასუხს იმ კონკრეტულ კითხვებს, გეგმებს და საკითხებს, რომლებსაც ჩვენ დავსვამთ მათთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივით და პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერით, პარლამენტში საპარლამენტო დებატები გაიმართება, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს