აჭარის უმაღლესი საბჭო - აჭარის უმაღლესი საბჭო, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით, ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ხუთეულშია

აჭარის უმაღლესი საბჭო, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგში კვლავ ლიდერობს და ქვეყნის მასშტაბით, საჯარო უწყებების საუკეთესო ხუთეულშია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშის თანახმად, 2021 წელს, ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სრულყოფილი სახით და 10- დღიანი ვადის დაცვით გამცემი 13 უწყება გამოვლინდა, რომელთაგან 3 აჭარიდანაა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო).

ანგარიშის წარდგენისას, IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, ზურაბ ჭურკვეიძეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის სიგელი გადასცა.

„ინსტიტუტი მონიტორინგის შედეგად, საქართველოში ყველაზე ღია და დახურულ საჯარო უწყებებს ყოველწლიურად ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ბოლო წლებია საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა და საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებს, რაც მის ლიდერობას განაპირობებს.

IDFI-ის ანგარიშის პრეზენტაციაზე, აჭარის საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად, სიგელები იმ უწყებებს გადაეცათ, რომლებმაც 2021 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა