შალვა პაპუაშვილი - ზოგი ოპოზიციური პარტია ფაცი-ფუცით არის დაკავებული, მიზანმიმართულ საქმიანობას ვხედავთ, რათა ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება - ეს არის დეჟავუ, რომელიც ვიზალიბერალიზაციის დროს იყო

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრობენ ის პოლიტიკური პარტიები და ძალები, რომლებსაც „თითი თითზე არ დაუდიათ ინტეგრაციისთვის“. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ოპოზიციის კრიტიკას მმართველი გუნდის მიმართ, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხს უკავსირდება.

მისივე თქმით, 2020 წელს, როდესაც მმართველმა გუნდმა საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება გამოაცხადა, სხვა პარტიები ამას ცინიკურად ეკიდებოდნენ.

„რაც შეეხება ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაციას, ყველაზე აბსურდი ამ დისკურსში არის ის, რომ ამას საუბრობენ ის პოლიტიკური პარტიები და ძალები, რომლებსაც თითი თითზე არ დაუდიათ ამ ინტეგრაციისთვის. „ქართული ოცნება“ ის პარტიაა, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას. ხან უნდათ იმის თქმა, რომ თითქოს, ეს იყო“ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეთანხებული. საერთოდ არაფერი არ იყო შეთანხმებული - „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო, ხელმოწერა კიდევ წლები გადაიდებოდა.

ჰკითხეთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც მაშინ ჩართული იყო ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესში, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება, მათ შორის რეგულაციებთან დაკავშირებით, ასოცირების შეთანხმებაში შემაფერხებელი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელში შეძლო და ეს შეთანხმება ტექსტუალურად შეათანხმა ევროკავშირთან და ხელი მოაწერა.

2020 წელს, როდესაც საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოვაცხადეთ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება, სხვა პარტიები ამას ცინიკურად ეკიდებოდნენ, საქართველოს ასეთი პერსპექტივაზე ფიქრი არ უნდოდათ. დღეს ამ პარტიებს უნდათ თავი წარმოადგინონ, თითქოს არიან ამ კუთხით მოწინავეები. ეს არის ფაცი-ფუცი, თითქოს საკუთარი ხმამაღალი განცხადებით აჩვენებენ ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი ევროპულები არიან“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა ვიზალიბერალიზაციის პროცესი ჩაეშალათ, დღეს კი ცდილობენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს.

„ საზოგადოება და „ქართული ოცნება“ დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარეს. რაც შეეხება ზოგ ოპოზიციურ პარტიას, სწორედ ფაცი-ფუცით არიან დაკავებულები. ჩვენ მიზანმიმართულ საქმიანობას ვხედავთ იმისთვის, რომ ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება. მეორდება სიტუაცია, ეს არის დეჟავუ, რომელიც იყო ვიზალიბერალიზაციის დროს. ნებისმიერ ადამიანს, რომ ჰკითხოთ, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მათ შორის, ევროკავშირში შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელს, ყველა გეტყვით, თუ როგორც ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაეშალა ვიზალიბერალიზაცია. მოუწოდებდნენ, რომ არ მიეცათ, დღესაც ამით არიან დაკავებულები“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ