ნათია თურნავა - ვფიქრობ, ჩემი პროფესიული გამოცდილება და ცოდნა დამეხმარება დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის საქმიანობაში

ვფიქრობ, ჩემი პროფესიული გამოცდილება და საქართველოს ეკონომიკის საფუძვლიანი ცოდნა დამეხმარება დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკში საქმიანობა მისთვის ახალი და საინტერესო კარიერული გამოწვევაა.

„დღეს ეს ინსტიტუცია ახალი გლობალური გამოწვევების და სიახლეების წინაშე დგას. ვფიქრობ, ჩემი პროფესიული გამოცდილება და საქართველოს ეკონომიკის საფუძვლიანი ცოდნა დამეხმარება, რომ დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში, რომელსაც აქვს სწორი და მოქნილი პოლიტიკა, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარადგინა. შესაბამისი ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს სხდომის ხელმღვანელმა გია ვოლსკიმ გააჟღერა.

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2019 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე იკავებდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა