გორი-ქარელის მონაკვეთზე ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი პირიდან ორი ქარელიდან თბილისში გადაიყვანეს, ორს მკურნალობა გორში უტარდება, ერთმა კი საავადმყოფო დატოვა

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი პირიდან ორი მათგანი ქარელიდან თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს, ორს სტაციონარული მკურნალობა გორში უტარდება, ერთმა კი საავადმყოფო დატოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო ქსელ „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა.

ხათუნა შრუბის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

„საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გუშინ „გორმედის“ ქსელის კლინიკებში - გორსა და ქარელში შემოიყვანეს. ქარელში მოთავსებული ორი პაციენტი გადაყვანილია თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში. გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში შემოყვანილი სამი პირიდან, ერთი ამბულატორიულად გაეწერა ბინაზე, ორი პაციენტი კი სტაციონარში რჩება. ერთ-ერთ მათგანს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, შეესაბამება გადატანილი დაზიანების სიმძიმეს,“ - განაცხადა ხათუნა შრუბმა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე გუშინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი და ერთი გარდაიცვალა.

ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის
„ლიბერთი“ მასშტაბური პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო კვლევა დაიწყო
სიახლე - „ლიბერთის“ ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა