Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საერთაშორისო გრძელვადიანი რეიტინგი (Long Term Issuer Default Rating)“ „B+“-ზე, სტაბილური პროგნოზით, ასევე, მდგრადობის რეიტინგი (VR) „B+“-ზე დაუდასტურა.

Fitch-ის თანახმად, დადებითი რეიტინგის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, საფუძვლად უდევს ბანკის თანმიმდევრული, გონივრული და სტაბილური ზრდა.

Fitch-მა აქცენტი გააკეთა იმ პოზიტიურ ფაქტორებზე, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს ბაზისბანკის ფინანსურ და საკრედიტო მდგომარეობის მდგრადობას. ასეთი ფაქტორები მოიცავს როგორც საოპერაციო გარემოს ელემენტებს, როგორიცაა, 2022 წელს, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზის 3.2%-დან 5.8%-მდე ზრდა (Fitch-ის პროგნოზით), ისე ბანკის თანმიმდევრული და მდგრადი ექსპანსიის პოლიტიკის შედეგები:

  • საოპერაციო შემოსავლები რისკით შეწონილი აქტივების 1.7%-დან -3%-მდე გაიზარდა და თითქმის დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს (2.9%);
  • პანდემიური 7.5%-ანი პრობლემური პორტფელის მაჩვენებელი, 2021 წლის მდგომარეობით 4.7%-მდე შემცირდა, რაც, დღეის მდგომარეობით, დამატებით გაუმჯობესდა 3.4%-მდე;
  • ბანკის გაფართოების შედეგად, 2021 წლის ბოლოს დაფიქსირებული აქტივების 3%-ანი ბაზრის წილის5%-მდე და ბანკის საცალო პორტფელის წილის ზრდა.

ეკონომიკური გარემო კვლავ რჩება ძირითად რისკ ფაქტორად. საქართველოს საოპერაციო გარემო მგრძნობიარეა საგარეო შოკების მიმართ, რაც ზრდის ზეწოლას საბანკო სექტორზე.

ამის მიუხედავად, ძლიერი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზა, მნიშვნელოვნად ამცირებს საბანკო სექტორზე საოპერაციო გარემოს ზეწოლას და ანეიტრალებს რისკებს, რითიც მდგრადობას და სტაბილურობას უნარჩუნებს ქართულ საფინანსო სექტორს.

ბაზისბანკი აქტიურად განაგრძობს საკუთარი პოზიციების გამყარებას ბაზარზე და მომავალში, საკუთარი საკრედიტო რეიტინგის კიდევ უფრო გაუმჯობესებას მოიაზრებს.

(R)

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია