გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ბაზაზე, რეზერვისტების სამხედრო ფიცის დადებას დაესწრო.
ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონის რეზერვისტების 204-ე ბატალიონი სამხედრო-სასწავლო კურსს 4 წლის მანძილზე გაივლის.