თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილება განახორციელა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ზაზა შავაძე დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ამასთან, გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილი მინისტრი კი მუშაობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გააგრძელებს.

„მინდა გაგაცნოთ აჭარაში მოქმედი მთავრობის შემადგენლობაში საკადრო გადაადგილების თაობაზე. ზაზა შავაძე დაინიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად. ზაზა შავაძე, ამ აქამდე ხელმძღვანელობდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს. მან არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ის არის ძალიან გამოცდილი მენეჯერი, ეკონომისტი და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი სურმანიძეს თავისი სამსახურისთვის. გიორგი რჩება გუნდში და ის საქმიანობას გააგრძელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში”, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?