მგზავრთა ნაკადის მკვეთრი ზრდის გამო, „სადგურის მოედანზე“ მოქალაქეების გადაადგილება შეფერხებულია

მგზავრთა ნაკადის მკვეთრი ზრდის გამო, „სადგურის მოედანზე“ მოქალაქეთა გადაადგილება შეფერხებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მგზავრები გადაადგილებას ფაქტობრივად ვერ ახერხებენ, აღნიშნულის გამო კი რიგ მონაკვეთზე ჭყლეტაა. შექმნილი სიტუაციის გამო, შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი მგზავრი - კერძოდ, გონება დაკარგა ორსულმა ქალმა. მგზავრთა ნაკადის დარეგულირების მიზნით, ადგილზე მუშაობს პოლიცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მეტროში არავითარი ტექნიკური შეფერხება არ არის და არსებული ვითარება, გაზრდილმა მგზავრთნაკადმა განაპირობა.

„არავითარი ტექნიკური შეფერხება არ არის, მატარებლები ჩვეულებრივი განრიგით მოძრაობენ. სადგურის მოედანზე ძალიან ბევრმა მგზავრმა მოიყარა თავი, რადგან მგზავრთნაკადი ძალიან დიდია, მგზავრების პირველი ხაზიდან მეორე ხაზამდე გადაადგილება უჭირთ“, - განმარტავენ თბილისის მეტროპოლიტენში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება