მიხეილ სარჯველაძე - საუბარი იმაზე, რომ კობახიძის განცხადება არის აშშ-ს საელჩოს შანტაჟი, საფუძველს მოკლებულია - მან აბსოლუტურად სწორი და დროის რელევანტური განცხადება გააკეთა

საუბარი იმაზე, რომ კობახიძის განცხადება არის აშშ-ს საელჩოს შანტაჟი, საფუძველს მოკლებულია - მან აბსოლუტურად სწორი და დროის რელევანტური განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, რომ ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადება აშშ- ის ელჩის და საელჩოს შანტაჟია.

სარჯველაძის განცხადებით, კობახიძემ ახსნა ის, თუ რატომ არის არაეთიკური საელჩოს დისკრიმინაციული მიდგომების ქონა დააბრალო.

„როცა ხელაღებით საუბრობთ, რომ ვინმე საიდანმე ჩაიხსნა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთ სენსიტიურ თემებზე საუბრისას მეტი სიფრთხილე გმართებთ, რომ უნებურად საელჩოს არ დააბრალოთ დისკრიმინაციული მიდგომების არსებობა და ა.შ. აიხსნა, რატომ შეიძლება იყოს ეს არაეთიკური საელჩოსთან მიმართებით. ეს იყო მთავარი პათოსი და ახსნა, რაც შეიქმნა ამ საკითხის ირგვლივ. რასაც ბრძანებთ, რომ ეს არის შანტაჟი, აბსოლუტურად მოკლებულია, ყოველგვარ საფუძველს და არგუმენტს. კობახიძემ თქვა, რომ თუ არ გაკეთდება განცხადება საელჩოს მხრიდან, ეს ჩვენთვის გასაგები იქნება. სასამართლო ხელისუფლება ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში დამოუკიდებელია, მოსამართლე არის დამოუკიდებელი და ის ემორჩილება მხოლოდ კანონს და კონსტიტუციას. ამ პრინციპის განუხრელად დაცვა ნებისმიერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რადგან საუბარია კონსტიტუციის აღსრულებაზე. აბსოლუტურად სწორი და დროის რელევანტური იყო ის განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, კობახიძის განცხადებით, მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების გამო სემინარზე არ დაშვება სისხლის სამართლის დანაშაულია. "დავანებოთ თავი საელჩოს და წარმოიდგინეთ, პარლამენტი აწყობს სემინარს, არ მოეწონა მოსამართლის გადაწყვეტილება, იბარებს მოსამართლეს და ეუბნება, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, შენ სემინარზე აღარ დაიშვები. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის მიზანიც არის ზემოქმედება კონკრეტულ მოსამართლეზე და ზემოქმედება მეორე და მესამე ინსტანციის მოსამართლეებზე,“ - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა