ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი ხელმძღვანელობდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლენტეხის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა სოფლის მეურნეობის გრანტების მნიშვნელობაზე ისაუბრა, განმარტა რომ, დიდი სიფრთხილით და ყურადღებით მოეკიდონ ყველა მოთხოვნას, რაც სოფლის მოსახლეობიდან მოდის.

“მოსახლეობასთან გქონდეთ ახლო კონტაქტი, ყველა რესურსი არის იმისთვის, რომ აღნიშნული გრანტებით, სოფლის მოსახლეობამ ბევრი სიკეთე მიიღოს“, - განაცხადა ონიანმა.

თათბირზე, მუნიციპალიტეტის მერმა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია, ამჟამად, სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. თათბირის დასასრულს, მერმა ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, სოფლებში გასატარებელ სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა