რუსთავში 26 მაისის ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს

რუსთავში 26 მაისის ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს

რუსთავში, 26 მაისის ღონისძიებებისთვის მზადება, თავისუფლების მოედანზე და კოსტავას გამზირზე აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება.

„დილიდან მერაბ კოსტავას სახელობის გამზირი და თავისუფლების მოედანი, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენებით დაიტვირთება. ცენტრალურ მოედანთან განთავსებული იქნება სამხედრო ტექნიკა.

26 მაისს, 11:30 საათზე რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკობენ მერაბ კოსტავას ბიუსტს.

12:00 საათიდან, 26 მაისის აღსანიშნავად შეკრებილ რუსთაველებს, ტამტამების შოუ, ფლეშ-მობი, ჯაზ-ბენდი და რუსთავის ორკესტრი, ანიმატორების წარმოდგენა, ფოლკლორული და ისტორიულ-შემეცნებითი კუთხეები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, თეატრალური წარმოდგენები ღია სივრცეში და რუსთავის საწარმოების პროდუქციის ამსახველი ბანერების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ელოდებათ. 17:10 სთ-ზე, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ზუსტი დრო. საზეიმო კონცერტზე რუსთაველებს ქვეყნის დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავს ანსამბლი ,,რუსთავი" და ,,თუთარჩელა" მიულოცავენ. საღამოს დასკვნით კონცერტზე კი ჯგუფები ,,რეგიონი" და ,,Killages" იმღერებენ. საზეიმო ღონისძიებების გამო, 25 მაისის 16:00. საათიდან 26 მაისის 24:00 საათამდე, კოსტავას გამზირის #10-დან და ფიროსმანის ქუჩის #5-დან, კოსტავას გამზირის #18- მდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.