აჭარაში ბარმენებს ტრენინგები ჩაუტარდათ

აჭარაში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი რეგიონში მოქმედი ბარმენებისთვის ჩაატარა.

„მონაწილეები ბარმენის მუშაობის ძირითად პრინციპებს, კლასიკური ალკოჰოლური კოქტეილების მომზადების ტექნიკას, ბარის მუშაობის სტანდარტებსა და ტიპებს გაეცნენ. გარდა ამისა, შეისწავლეს ბარის პროდუქციის ასორტიმენტი, მენიუსა და ღვინის რუკის შედგენა. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ ბარმენები სხვადასხვა კოქტეილის მომზადების პრაქტიკულ გაკვეთილს დაესწრნენ და თავადვე მოამზადეს სხვადასხვა სასმელი. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გასულ წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურისტული სექტორის 758 წარმომადგენელი გადამზადდა. ტრენინგები, მასტერკლასები და ლექციები მთიან აჭარასა და ბათუმში ბარმენებისთვის, გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო