ლიზ ტრასის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის "დამშვიდების" მცდელობები საშიშია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის "დამშვიდების" მცდელობები საშიშია. ამის შესახებ ლიზ ტრასის ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამგზავრებამდე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

"რუსული აგრესიის დამშვიდება შეუძლებელია, მას ძალით უნდა შეხვდე. ჩვენ, უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად მტკიცე უნდა ვიყოთ, სამხედრო დახმარებითა და სანქციებით. ახლა ჩვენ, გაზის სატერფულიდან ფეხის აღებას ვეღარ მოვახდენთ", - განაცხადა ტრასმა.

როგორც BBC-ი იუწყება, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიზ ტრასი ბოსნია-ჰერცეგოვინაში შეიარაღებულ ძალებს სიტყვით მიმართავს, რათა გაერთიანებული სამეფოს დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდოს, დარწმუნდნენ, რომ პუტინი უკრაინაში წააგებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს