თორნიკე რიჟვაძე - ქართველ ხალხს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ გამარჯვებას ჩვენს ევროპულ მისწრაფებებში

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სადღესასწაულო ღონისძიებები, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, ანბანის კოშკთან საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა.

„პირველ რიგში მსურს ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ბევრი გამარჯვება ვუსურვო ჩვენს ევროპულ მისწრაფებებში. აჭარა განსაკუთრებით აღნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. დაგეგმილია ღონისძიებები როგორც ბათუმში მთელი დღის განმავლობაში, ასევე კვირეული მუნიციპალიტეტებში და დარწმუნებული ვარ, როგორც ბათუმელები, ასევე აჭარის თითოეული მცხოვრები, სტუმრები, შესაბამისად აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს“ ,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს