ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია.მთელი ჩვენი ისტორია ჩვენი დიდი წინაპრების თავგანწირული და ერთგული ბრძოლაა სამშობლოსთვის. წელს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ამ დღეს ქუთაისში. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ევროპული ღირებულებები, ქუთაისი უძველესი ევროპული ქალაქია და სიმბოლურია, რომ სწორედ აქედან ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა განუხრელად ევროპულია. თავისუფალი, დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი იქნება!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

„ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. წლევანდელი დღესასწაული არის აბსოლუტურად სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფციის მატარებელი. ჩვენ, გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განაცხადი და ნაბიჯი ევროპისკენ, რომელიც არის ისტორიულად ჩვენი სახლი. რა თქმა უნდა იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები და ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს აქტივობებში“, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარ მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა.

ცენტრალურ ბულვარში მთელი დღის მანძილზე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა, სხვადასხვა სპორტული და სახელოვნებო ღონისძიებები.

ქუთაისში, 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით იმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა