ანაიტ ვოსკანიანი - სომხეთი მსოფლიოს ყველა ტიპის ტურისტისთვის მიმზიდველი ქვეყანაა

პანდემია უკან იხევს და როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ტურისტები სომხეთსაც უბრუნდებიან. 2022 წლის პირველ კვარტალში სომხეთმა, დაახლოებით, 250 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო. სომხეთში მიიჩნევენ, რომ თავისი მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებებით ქვეყანას შეუძლია არა მხოლოდ შეასრულოს, გადააჭარბოს კიდეც ყველა ტიპის ვიზიტორების მოლოდინს.

რა სიახლეები ელით მათ, ვინც სომხეთში მოგზაურობას გადაწყვეტს, რამდენად ხშირად სტუმრობენ ქართველები სომხეთს და რა პერსპექტივები არსებობს ორი ქვეყნის ტურისტული პარტნიორობის მიმართულებით. ამ და სხვა აქტუალურ კითხვას, „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ტურისტული კომიტეტის ტურპროდუქტების განვითარების საკითხების მრჩეველმა ანაიტ ვოსკანიანმა ისაუბრა.

- ზაფხული ახლოვდება რაც იმას ნიშნავს, რომ ღირსშესანიშნაობების მოყვარული ადამიანები ტურისტული მიმართულებების შერჩევას დაიწყებენ. შეგიძლიათ გვითხრათ სომხეთი რას სთავაზობს უცხოელ და ადგილობრივ დამსვენებლებს ?

- სომხეთი მიმზიდველი მიმართულებაა თითქმის ყველა ტიპის ტურისტისთვის განსხვავებული პრეფერენციებით მთელი მსოფლიოდან. მას აქვს მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზება, რომელიც იწყება წინარექრისტიანული მემკვიდრეობით და უწყობს ფეხს თანამედროვეობას. ტრადიციულად სომხეთი იზიდავს დიდი რაოდენობით ვიზიტორს თავისი მდიდარი კულტურით, ქრისტიანული მემკვიდრეობით - სომხეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად აღიარა ახ.წ. 301 წელს. სომხეთს აქვს დიდი რესურსი და პოტენციალი ალტერნატიული სახის ტურიზმის გასავითარებლად. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სომხეთი მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებს როგორც გასტრო-ღვინის, სათავგადასავლო, ექსპერიმენტული, ზამთრისა და ღონისძიებებზე დაფუძნებული ტურიზმის მქონე ქვეყანად.

- თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ რამდენიმე ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართლება თქვენს ქვეყანაში ? ამ წელს რაიმე ახალი ტურისტული მარშრუტებიც ხომ არ ემატება ?

- თავისი მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებებით სომხეთს შეუძლია შეასრულოს და გადააჭარბოს ყველა ტიპის ვიზიტორების მოლოდინს. ყველაზე პოპულარული მიმართულებებია - ერევანი, გიუმრი, დილიჯანი, ტათევ-გორისი, არენი და სხვა. ასევე აღსანიშნავია წაღკაძორისა და არაგაწის ზამთრის მიმარულებები.

ბოლო წლების განმავლობაში სომხეთში სწრაფად ვითარდებოდა ექსპერიმენტული ტურიზმი, რომელიც საუკეთესოდ და ინტერაქტიულად წარმოაჩენს სომხეთის საუკეთესო ტრადიციებს, ბუნებასა და კულტურას. ვიზიტორებს შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა სახის გამოცდილება ყველა მიმართულებით, რაც მათ ვიზიტს სომხეთში დასამახსოვრებელსა და დაუვიწყარს გახდის მთელი ცხოვრების განმავლობაში.

- ზოგადად მინდა გკითხოთ, რომელია ტურისტულად ყველაზე აქტიური სეზონი სომხეთში, ზამთრის ტურისტული მიმართლებები უფრო განვითარებულია თუ ზაფხულის. რამდენი ტურისტი გსტუმრობთ წლიურად ? ასევე დავაზუსტებ რამდენად მოწესრიგებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა თქვენს ქვეყანაში ?

- თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სომხეთი მიმზიდველია მთელი წლის განმავლობაში, რომელიც თბილად ხვდება ტურისტებს ამინდის მიუხედავად. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ წელიწადის ოთხივე სეზონით სრულად ისიამოვნონ აქ, შეიგრძნონ თოვლიანი ზამთარი და თბილი, მზიანი ზაფხული, სასიამოვნოდ აყვავებული გაზაფხული და მყუდრო შემოდგომა. თუმცა ყველაზე აქტიური სამოგზაურო პერიოდი სომხეთში აპრილიდან ოქტომბრამდეა.

ვიზიტორების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. სტატისტიკის თანახმად, 1,9 მილიონი ტურისტი ეწვია სომხეთს 2019 წელს. ეს რაოდენობა შემცირდა პანდემიის დროს 2020-2021 წლებში, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, რაც ზოგადად მთელ მსოფლიოში ნეგატიური ფაქტორი იყო. თუმცა ახლა საერთაშორისო ტურიზმი აქტიურად უმჯობესდება სომხეთში. 2022 წლის პირველ კვარტალში სომხეთმა, დაახლოებით, 250 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო. სომხეთი მიმზიდველი ადგილია ხელმისაწვდომ ფასად და აქვს კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა.

იმის გამო, რომ ტურიზმი ითვლება სომხეთის ეკონომიკის 3 ყველაზე პრიორიტეტულ დარგს შორის, ამ სფეროში დიდი ინვესტიცია კეთდება, რაც განაპირობებს ინფრასტრუქტურის უწყვეტ განვითარებას.

- არ შემიძლია არ გკითხოთ, ტოპ რამდენიმე ქვეყანა, საიდანაც ყველაზე ხშირად მასპინძლობთ ტურისტებს? არის მათ შორის საქართველოც? და აქვე მინდა დავაზუსტო ქართველი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მარშრუტი რა არის სომხეთში თუ აკვირდებით ამ ტენდენციას ?

- სომხეთს ვიზიტორების დიდი ნაწილი რუსეთიდან, ირანიდან, ევროპული ქვეყნებიდან (გერმანია, საფრაგეთი) და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჰყავს. საკმაოდ შთამბეჭდავია ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებსაც საქართველოდან ვიღებთ.

რაც შეეხება ქართველებისთვის ყველაზე მიმზიდველ მარშრუტებს, არ არსებობს გაზომილი მონაცემები, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ტურისტები ძირითადად დროს ატარებენ ერევანში, რადგან ქალაქი უფრო დინამიურ და აქტიურ გართობას გვთავაზობს, ქალაქში ტარდება მრავალი ტექნიკური და ახალგაზრდული ღონისძიება, აქტივობები, რომლებიც ძირითადად იზიდავს ქართველ ტურისტებს.

- კიდევ უფრო მეტი მინდა გავიგო თქვენგან საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობაზე ? თუ გაქვთ მონაცემები რამდენი ტურისტი სტუმრობს სეზონურად საქართველოდან სომხეთს და პირიქით სომხეთიდან საქართველოს ?

- COVID-19-ის პანდემიამდე საქართველოდან სომხეთში ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა. 2019 წელს 250 ათასზე მეტი ქართველი ვიზიტორი მივიღეთ, რამაც ტურისტთა საერთო რაოდენობის 14% შეადგინა. ეს რაოდენობა შემცირდა პანდემიის განმავლობაში 2020- 2021 წლებში და საქართველოდან ტურისტთა რაოდენობამ შესაბამისად, 64 და 70 ათასი შეადგინა სამოგზაურო შეღუდვებიდან გამომდინარე. 2022 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში 23 ათასზე მეტი ქართველი ეწვია სომხეთს.

პანდემიამდე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, სომხეთი იყო 3 ტოპ ქვეყანას შორის საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით, 2019 წელს სომხეთიდან საქართველოს 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ეს რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, 2022 წლის I კვარტალში დადებითი დინამიკა უკვე შესამჩნევი გახდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და სომხეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 91 ათასზე მეტი შეადგინა.

- როგორ ფიქრობთ ჩვენს ქვეყნებს აქვთ ამ მიმართულების კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივა ?

- რეგიონთაშორისი ტურები ვიზიტორებისთვის ძალიან მიმზიდველია, რაც მოიაზრებს ერთ ქვეყანაზე მეტის სტუმრობას მოგზაურობის დროს. სომხეთსა და საქართველოს ამ მიმრთულებით დიდი პოტენციალი აქვს, რათა უმასპინძლოს ტურისტებს, განსაკუთრებით, ევროპული ქვეყნებიდან. საერთაშორისო ბაზარზე შეთავაზების პოზიციონირების თვალსაზრისით უფრო დიდი უპირატესობა აქვს კომბინირებულ რეგიონულ ტურებს. ასეთი ტურები უკვე საკმაოდ პოპულარულია როგორც ცალკეულ მოგზაურებში, ასევე ორგანიზებულ ტურისტულ ჯგუფებში.

- როდესაც მოგზაურობის მოყვარულები ტურებს გეგმევან რამდენიმე საკვანძო ფაქტორს ითვალისწინებენ, რომელიც ღირსშესანიშნაობების, კულტურისა და ისტორიის მრავალფეროვნების პარალელურად არის უსაფრთხოება ? შეგიძლიათ გვითხრათ ამ მიმართლებით რაიმე სპეციფიური ინფორმაცია თუ გაქვთ რაც ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ.

- სომხეთი ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით და ის ღიაა სტუმრებისთვის. სომეხი ხალხი ძალიან ტოლერანტული და მეგობრულია და თავისი დამოკიდებულებით ტურისტებს სომხეთს აყვარებს და თავს ისე აგრძნობინებს, როგორც მეორე სახლში. ვიზიტორები აქ თავს გრძნობენ უსაფრთხოდ და კომფორტულად. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ტურისტი, რომელიც სომხეთს ერთხელ ეწვია აქ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად კვლავ ბრუნდება.

- უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა კოვიდ პანდემია, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელების ტემპებმა იკლო და რიგ ქვეყნებში შემსუბუქებებსაც ვხედავთ, მაგალითად, ევროკავშირში ფრენისას აეროპორტსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება აღარ არის სავალდებულო. როგორია რეგულაციები ტურისტებისთვის თქვენს ქვეყანაში როგორც საზღვრის კვეთისას, ასევე ქვეყანაში ყოფნის განმავლობაში?

- მთავრობის № 1514-N დადგენილების უახლესი ცვლილებების თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 2022 წლის 1 მაისს, მგზავრებს აღარ მოეთხოვებათ წარმოადგინონ COVID-19 PCR ტესტი ან COVID-19-ზე სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი სომხეთში ჩასვლისთვის, სომხეთში საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბების ტარება სავალდებულო აღარ არის.

უცხოელებისთვის სომხეთის რესპუბლიკაში შესვლა ღია რჩება როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო საზღვრებით.

- აქვე გკითხავთ, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ტურისტი სომხეთში ყოფნის დრო ვირუსით ინფიცირდება ?

- ტურისტებს მოგზაურობისას უნდა ჰქონდეთ სამედიცინო დაზღვევა, რომელიც დაფარავს მათ COVID-თან დაკავშირებულ ხარჯებს ინფიცირების შემთხვევაში. მათ საავადმყოფოში გადაიყვანენ და უმკურნალებენ, როგორც ყველას, მაგრამ ტურისტებმა თავად უნდა იზრუნონ ხარჯებზე.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით