ნინო ლაცაბიძე - ჩვენმა ქვეყანამ  104 წლის წინ აირჩია ევროპის და განვითარების გზა, მიხარია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გზას არ გადავუხვიოთ

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები გრძელდება.

17:10 საათზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ზუსტი დრო, ევროკავშირის და საქართველოს ჰიმნით აღინიშნა.

,,არსებობს დღეები, რომელიც აუცილებლად ერთად უნდა ვიზეიმოთ. ზუსტად ასეთი დღესასწაულია 26 მაისი. ჩვენმა ქვეყანამ 104 წლის წინ აირჩია ევროპის და განვითარების გზა და მიხარია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გზას არ გადავუხვიოთ", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავში დღის ბოლომდე გაგრძელდება. მოედანზე შეკრებილ რუსთაველებს, ქვეყნის დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავი ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ და პოლონურ-გერმანულმა გუნდმა Adoramus-Kameralny მიულოცეს. ღია ცის ქვეშ, მცირე თეატრალური წარმოდგენაც გამართა რუსთავის თეატრის დასმა.

ამ დროისთვის ქალაქის მთავარ მოედანზე, რუსთაველებისთვის ჯგუფი ,,რეგიონი" მღერის, 20:00 საათზე, კი ჯგუფ Killages კონცერტი დაიწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა