გარდაბნის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, გარდაბანში, 26 მაისი, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, კულტურისა და ახალგაზრდობის პარკში ადგილობრივი, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი გაიმართა.

ასევე მოეწყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტომასალისა და ფერწერული ტილოების გამოფენა.

"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უმნიშვნელოვანესი თარიღია. ვულოცავ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ურყევი ნება და სურვილი ევროპულ ოჯახში სწრაფვისკენ, სწორედ იმ ღირებულებების გაგრძელებაა, რაც 104 წლის წინ ურყევი ნებით მოვიპოვეთ" , - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა