მარნეულში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი საზეიმოდ და მასშტაბურად აღინიშნა.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, დილიდან ქალაქის მთავარ სკვერში, „კიდევაც დაიზრდებიან" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის, სპორტული აქტივობებით, კონკურსებით, საბავშვო სპექტაკლებით და შოუებით.

მათივე ცნობით, შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა, ლია გიგაურმა, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა მიულოცეს.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბარელიეფი მოინახულეს და პატივი მიაგეს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის შემოსასვლელში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართა და კურთხევის ცერემონიალი მოეწყო.

ადგილობრივმა ანსამბლებმა მრავალფეროვანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. დღის კულმინაციას საქართველოს ჰიმნის საზეიმოდ შესრულება წარმოადგენდა. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ანსამბლი „ალილოს" და ბენდის „რეზო და ბავშვების" კონცერტით დასრულდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა