ქუთაისის აეროპორტში ფრენის გაუქმებას მგზავრების უკმაყოფილება მოყვა

ქუთაისის აეროპორტში ფრენის გაუქმებას მგზავრების უკმაყოფილება მოყვა. 235 მოქალაქე კომიანია "ვიზიარს" უყურადღებობაში ადანაშაულებს.

მათი თქმით, მილანის მიმართულებით დაგეგმილი ფრენა რამდენჯერმე გადაიდო, მოგვიანებით საერთოდ გაუქმდა, მიზეზად კი თვითმფრინავის გაუმართაობა დაასახელეს.

მგზავრების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში იყვნენ და არც კომპანიამ და არც აეროპორტმა ყურადღება არ მიაქცია. მგზავრების ნაწილი ამ დრომდე აეროპორტში რჩება, ისინი ბილეთების გადაცვლას ცდილობენ, რადგან თუ დროულად არ ჩაფრინდებიან მილანში სამსახურს დაკარგავენ.

„მთელი ღამე აქ ვიყავით და წყალიც კი არავინ მოგვაწოდა, ავადმყოფი ადამიანები და ბავშვები იყვნენ და პასუხის ღირსადაც არ გვთვლიდნენ. გვეუბნებიან გადაგვიცვლიან ბილეთებს ან კომპენსაციას მოგვცემენ, მაგრამ იქ სამსახური გველოდება და თუ დროულად არ ჩავალთ, დავკარგავთ, ზოგს ოპერაცია აქვს დაგეგმილი და პრობლემები შეექმნებათ. ცუდია, როდესაც კომპანია მგზავრებს ყურადღებას არ აქცევს", -აცხადებენ მგზავრები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა