PSP ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმზე CSR FORUM 2022 ანგარიშით წარდგა

CSR FORUM 2022 The FIANCIAL Media-ს ორგანიზებით წელს სასტუმრო მერიოტში გაიმართა. ფორუმი მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, უკრაინაში მიმდინარე ომს და პანდემიის მართვას, რამაც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა თითოეული ადამიანი და ბიზნეს კომპანიები.

PSP ომის დაწყების პირველივე დღეებში შეუერთდა საერთაშორისო სოლიდარობას, ეტაპობრივად ახორციელებს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის საელჩოს, საჭიროებისამებრ მოთხოვნილ მედიკამენტებს, სამედიცინო დანიშნულების საგნებს, ბავშთა კვების, მოვლის და ჰიგიენის საშუალებებს; ჩაერთო საქართველოში მყოფი უკრაინელების დახამრების კამპანიაში და ჰუმანიტარული პროდუქტების სპეც ფასად შეძენაში მოხალისე ორგანიზაციებს და ა.შ.

ფორუმის მთავარ ფოკუსში მოხვდა კოვიდ პანდემიის პერიოდში CSR გამოწვევების მართვა; პანდემიის პირველივე დღეებში PSP-ემ უზრუნველყო თანამშრომლებისა და მომხმარებელებისთვის უსაფრთხო გარემო, ყველა რეგულაციის დაცვის აქტიური მხარდამჭერი და პოპულარიზატორი იყო;

ამასთან, არცერთი დღე არ შეფერხებულა მოსახლეობის მედიკამენტებით, ბავშვთა კვების და მოვლის, და არასამედიცინო პროდუქტებით უწყვეტი მომარაგება, დედაქალაქის მოსახლეობის ონლაინ-აფთიაქით მომსახურება; ამასთან უკვე 2020 წლის მარტიდან საქართველოს დიდ ქალაქებში განავრცო ონლაინ აფთიაქის მომსახურება, დაიწყო 2 დიდი პროექტი : თანამშრომლებისადმი მადლიერების „ჩვენი გმირები“ და ფართო საზოგადოებისთვის „შენზე ზრუნვა მაბედნიერებს“.

„PSP წლებია აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვით, პროექტებში, განათლების, სოცილაური საწარნმოების მხარდამჭერ აქტივობებში, ამასთან აქტიურ პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პროპაგანდას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებში.

PSP-ს ბიზნეს საქმიანობით წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯოებესებაში, 1994 წლიდან ხელმისაწვდომს ხდის გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს, ჯანმრთელობის, ბავშვთა კვების დამოვლის, პარამედიცინის პროდუქტებს, როგორც ფიზიკურად, ასევე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მხრივ. მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ამჟამად დასაქმებულთა რიცხვი 5000-მდეა; სამუშაო გარემო, თანამშრომელთა სოცილური პროგრამები, ადამიანის უფელებების და გენდერული თანასწორობის საკითხები, პროფესიული და კარიერული წინსვლის თანაბარი შესაძლებლობები ქმნის ჯანსაღ და კორპორაციულ გარემოს ბიზნესის ეთიკური მართვისთვის.

წლების განმავლობაში მხარდაჭერას უცხადებს სპორტის სხავდასხვა სახეობას: რაგბი, ძიუდო, კრივი, კალათბურთი; საკუთარ მაგალითს აძლევს თანამშრომლებით დაკომპლექტებული მინი-ფეხბურთის, მთამსვლელების, მოჯომარდეების, ბოულინგის წარმატებული გუნდებით და მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

2019 წელს დაწყებული პროექტის „მინი-ფეხბურთის სასკოლო ლიგა“ მხარდაჭერა შეზღუდვების მოხსნისთანავე განაგრძო; წელს ამ პროექტში თბილისის გარდა, უკვე რუსთავის, აჭარის რეგიონის სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ; სასკოლო ლიგის ჩემპიონატები ჩატარდა ხელბურთსა და სროლაშიც. ამ პროექტის ფარგლებში, 2021 წელს მინი-ფეხბურთის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში პირველად მონაწილეობა მიიღო მინი-ფეხბურთის საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რაც ძალიან გვეამაყება“ - აცხადებენ PSP-ში.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საფრანგეთის ელჩმა ბატონმა დიეგო კოლასმა. ფორრუმში მონაწილეობდა ქართული და საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის RMG, ბოლნისური ღვინო, პროკრედიტბანკი, საერთაშორისო ორგანიზაცია EY, Tbisili MarriotT Hotel.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით