გორში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

26 მაისთან დაკავშირებით, გორში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები ჩატარდა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ჩართულობით განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე ღონისძიებებს გორის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი აბელ აბესაძე და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

„ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, გორშიც 17:00 საათზე ევროკავშრის ჰიმნი, ხოლო 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძებები გალა-კონცერტით დასრულდა, რაშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის შემსრულებლებმა მიიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო