28 მაისს ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს. რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2022 წლის 28 მაისს 02:00 სთ-დან 06:00სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 10-15 წუთიანი ინტერვალით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა