„დანკინი“ 2022 წლის ბოლომდე საქართველოში 100-მდე რესტორნით იქნება წარმოდგენილი

„დანკინი“ საქართველოში ქსელის სწრაფ განვითარებას განაგრძობს და 2022 წლის ბოლოსთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 100 -მდე რესტორნით იქნება წარმოდგენილი.

„დანკინი“ დღეში 20 000-მდე მეტი ჭიქა ყავის რეალიზაციას ახდენს. შესაბამისად, ქსელის განვითარების პარალელურად კომპანია საქართველოში ყავის ყველაზე მსხვილი რეალიზატორის პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს.

„ჩვენი მისიაა, რომ „დანკინი“ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ყველასათვის ხელმისაწვდომ სივრცეში იყოს წარმოდგენილი. ლეგენდარული ამერიკული ბრენდის ობიექტების განვითარება სხვადასხვა ტიპის ლოკაციებზე, მათ შორის „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიების სავაჭრო ობიექტებზე, სინერგიის ეფექტს და წარმატების მიღწევის გაცილებით მეტ შესაძლებლობას გვაძლევს.

საქართველო „დანკინის“ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა გახდა რესტორნების რაოდენობისა და გაყიდვების მაჩვენებლების მიხედვით. ქსელის სწრაფი განვითარებით „დანკინის“ მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად იზრდება კომფორტი, რომლებსაც ისინი საყვარელი ყავის თუ ადგილობრივი წარმოების, ყოველდღიურად ახალი პროდუქტების მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას მიღებისას გრძნობენ. „დანკინის“ Drive Thru რესტორნები კი ავტომობილიდან გადმოსვლის საჭიროების გარეშე ემსახურებიან მომხმარებლებს და დამატებით კომფორტს უქმნიან მათ“, აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

“დანკინის“ რესტორნების სრულ ქსელს ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმო ამარაგებს, რომელიც 2016 წელს შეიქმნა, იმპორტირებული პროდუქტი სრულად ჩაანაცვლა და წარმოების ლოკალიზაცია მოახდინა.

"დანკინის" საწარმო ყოველდღიურად ახალი, 50-მდე სახეობის პროდუქტით ამარაგებს ამერიკული რესტორნების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის ძირითადი ამოცანაა ერთგულ მომხმარებელს „დანკინის“ მენიუს გამორჩეული გემო და გამორჩეული ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს.

2020 წელს დანკინი 11.3 მილიარდ აშშ დოლარად „Inspire Brands Inc“ -მა შეისყიდა. “Inspire Brands Inc”-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 32,000 რესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს, and SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა