გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლი დააზიანეს

გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლი დააზიანეს, რომელიც გუშინ, 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იყო გამოფენილი. ასევე დაზიანებულია პარკში არსებული ატრაქციონები. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მომხდარ ფაქტს გურჯაანის მერიაში ადასტურებენ, თუმცა, განმარტავენ, რომ ადგილზე პოლიცია იმყოფება და ჯერჯერობით მეტი დეტალი არ იციან. მათი ვარაუდით, დაზიანებები ღამით მოხდა, რადგან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამომდე გრძელდებოდა.

ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო