ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მომდინარეობს

ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მომდინარეობს.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდება შენობის ფასადი. შეიცვლება საკომუნიკაციო სისტემა, კარ-ფანჯარა, მოეწყობა სახანძრო სიგნალიზაცია, შენობა გადაიხურება ახალი სახურავით. ასევე, ოთახებს ჩაუტარდება სარემონტო სამუშაოები.

"ბორჯომში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - საბავშვო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია განხორციელდება. ეს იყო მოძველებული სივრცე, ამიტომ, სრულად განახლდება შენობა, რათა ბავშვებმა კომფორტულ პირობებში შეძლონ განათლების მიღება," - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა.

საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 189 500 ლარია გამოყოფილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა