მარნეულში საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მარნეულში, მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის ინიციატივით და საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ორგანიზებით, საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მოადგილეებთან ერთად და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.

სიტყვით გამომსვლელებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ, მრავალწლიან მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე და ქვეყნების განვითარების პროცესში დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა