ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსის კედლები დააზიანა.

მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ხშირად არის, რაც ავარიულ კორპუსს დამატებით საფრთხეს უქმნის. ამასთანავე, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქარხნიდან გავრცელებული გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობას აზიანებს.

"აფეთქების ხმაზე გარეთ გამოვცვივდით. დიდი შენობაა ძველი აშენებული და ჩამოიშალა. გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. ქარხნიდან გამონაბოლქვით დაბინძურებულია ჰაერი, ხმაურია, ხშირი აფეთქებები. აქ 29 პატარა ბავშვი ცხოვრობს და ზოგიერთს ანალიზებში რკინის მაღალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა. 25 წელზე მეტია ვითხოვთ ყურადღებას. გაგვასახლონ ეტაპობრივად",- განაცხადა ზურაბ დორჩოშვილმა.

მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოს ბრიგადა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა