მიხეილ სარჯველაძე - დებატზეც და ინტერპელაციაზეც ოპოზიცია დამარცხდა

არაა სწორი, როდესაც არგუმენტების დეფიციტის გადაფარვას ადამიანები რამდენიმე რეგისტრით მაღალ ტონში საუბრით ცდილობენ - მე მომეჩვენა ისიც, რომ ამის მთავარი მიზეზი და განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ დებატზეც და ინტერპელაციაზეც ოპოზიცია დამარცხდა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სტაბილური ეკონომიკური გარემო იმ სამართლებრივი რეფორმების დამსახურებაა, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში განხორციელდა და ეკონომიკის სწორად რეგულირებას უკავშირდება.

„დღეს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, იმ თვალსაზრისით, რაც სამართლებრივი ჩარჩოს სწორად განსაზღვრას ეხება, აბსოლუტურად მართებულია და დღეს ეს გამოჩნდა, როდესაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდიკატორის და მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ აღინიშნა. დღეს, რომ ეკონომიკური გარემო სტაბილურია, ეს არის იმ სამართლებრივი რეფორმების დამსახურება, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში განხორციელდა და ეკონომიკის სწორად რეგულირებას უკავშირდება. არ შეიძლება არ დავასახელოთ „მეწარმეთა შესახებ" კანონი, რომელმაც ძალიან წინ წაგვწია, მათ შორის, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დღის წესრიგში.

ეს არის ის საბაზისო ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა მავნე გავლენებისგან დაზღვეულია, რომელიც შეიძლება გარე ფაქტორებისგან მოდიოდეს და ეს ბევრწილად დამოკიდებულია სამართლებრივი ჩარჩოს გამართულობაზე. ის, რომ დღეს, ეკონომიკის მინისტრმა სოციალური სახელმწიფოს იდეა, სიღარიბის დაძლევა, დასაქმების გაფართოება აღნიშნა, უმნიშვნელოვანესი მესიჯია, რომელიც მთავარი იყო და რაც ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს