ანრი ოხანაშვილი - „ნაცმოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის სახე დაკარგული რომ იყო, ყველამ ვიცით, დღეს უკვე წონასწორობაც დაკარგეთ - რატი ბრეგაძისთვის ჯერ ბოდიშის მოხდით დაიწყეთ და შემდგომ მადლობა გაქვთ გადასახდელი

„ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის სახე რომ დაკარგული იყო, ყველამ და ჩვენმა საზოგადოებამ ვიცით, დღეს უკვე წონასწორობაც დაკარგეთ, ამიტომ, ბოლომდე მოითმინეთ და მოისმინეთ პასუხები, რომელიც არ გსიამოვნებთ, რადგან აქ არის ფაქტები და სიმართლე, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს უსმენენ.

ანრი ოხანაშვილის მიმართვას სხდომათა დარბაზიდან გარკვეული რეპლიკა მოჰყვა, რაზეც ოხანაშვილმა მოუწოდა: „წესიერად“.

„რომელი იყო ეს, ოქრიაშვილი იყო? - არ გესმის? ახლოს მოდი, აქ გადმოჯექი და უფრო კარგად გაიგებ, მოდი. შენი ცინიზმი შეინახე შენთვის და წესიერად!

პირველ რიგში, მოგიწოდებთ რადიკალური ოპოზიციის და „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდით მინისტრის შეურაცხყოფას, რატი ბრეგაძის შეურაცხყოფა ვერ გამოგივათ. ბოდიში მოიხადეთ მის წინაშე იმ ბინძური კამპანიისთვის, რომელსაც თქვენი პარტიული ტელევიზიებით აწარმოებდით. ამიტომ, ჯერ ბოდიშის მოხდით დაიწყეთ და შემდგომ ასევე მადლობა გაქვთ გადასახდელი. მადლობა გაქვთ გადასახდელი იუსტიციის სამინისტროსთვის, როგორც წინა ისე, ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის, იმიტომ, რომ ეს არის ის ხალხი, რომელმაც ოკუპანტს სახელმწიფოთა შორის დავა მოუგო საერთაშორისო ტრიბუნის ფარგლებში დავა. აი, ხსენება არ გინდათ. იმდენად ხართ თქვენს ვიწროპარტიულ ინტერესში ჩაკეტილი და იმდენად ვერ აცნობიერებთ, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამას. ბატონ რომან გოცირიძეს, როდესაც ამ მნიშვნელოვანი პროცესის მოგების თარიღი ვუთხარით ვერც კი გაიხსენა, რა თარიღი იყო და რას ნიშნავდა. ამიტომ დაიწყეთ ბოდიშის მოხდით იმ კამპანიისთვის რასაც ეწეოდით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა