ფოთში, მეტალურგიულ ქარხანასთან მცხოვრები მოსახლეობა აქციას მართავს

ფოთში, მეტალურგიულ ქარხანასთან მცხოვრები მოსახლეობა აქციას მართავს

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანასთან მცხოვრები მოსახლეობა აქციას მართავს. შეკრებილებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ, რადგან ქარხნიდან გავრცელებული გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობას აზიანებს. ქარხნის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საკითხს კომპლექსური შესწავლა და გადაწყვეტა სჭირდება.

რაც შეეხება გუშინ მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ ფაქტს, გარემოს ზედამხედველობის სამსახურს უკვე დაწყებული აქვს მოკვლევა. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის მერი არის უშუალოდ კომუნიკაციაში როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთნ ასევე ქარხნის ხელმძღვანელობასთან.

"ვითხოვთ გადასახლებას, ან საწარმოს გაჩერებას, სხვა შემთხვევაში ჩვენი აქციები ისევ გაგრძელდება. გუშინ მოხდა აფეთქება, რომელიც ხშირად მეორდება. გარდა იმისა, რომ გვაწუხებს კვამლი, გაზის სუნი, ჰაერის დაბინძურება, დიდი ხმაურია, რაც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გუშინ აუფეთქდათ ჟანგბადის ბალონი და არა პატარა ბალონი, როგორც თავად ამბობენ",- განაცხადა ლელა გაბისონიამ.