ნინო ლაცაბიძე - „ნაცმოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უარი უთხრეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა, რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უთხრეს უარი“, - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, საკრებულოში, სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრებისა და მათი მოთხოვნების შესაბამისად იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები ინიცირებული, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა რომლებიც უმრავლესობით არიან წარმოდგენილი, ამ ცვლილებების შეტანაზე რაღაც გაუგებარი მიზეზით უარი თქვეს.

“დღეს, რუსთავში ჩვენი გუნდის აქტიური მუშაობით გაჩნდა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალი ინვესტიციების შემოსვლის, ეკონომიკის გაძლიერების, ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვის და მათი საჭიროებების მიხედვით მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების. საკრებულოში ჩვენი მხრიდან ბოლო პერიოდში სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრების და მათი მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცვლილების ინიცირება მოვახდინეთ. საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა, რომლებსაც რუსთავის საკრებულოში აქვთ უმრავლესობა, რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უთხრეს უარი“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს სოციალურ პროგრამებში ისეთ ცვლილებებს, რომელიც სტუდენტების, შშმ პირების, პენსიონერების, ძალადობის მსხვერპლი ოჯახებისთვის სერვისების გაუმჯობესების მიზნით არის ინიცირებული.

„მათ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად არ გაიტანეს იმ სტუდენტების განათლების და მგზავრობის დაფინანსების საკითხი, რომლებიც დოქტორანტურისა და ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლობენ და რომელთა განათლების და კვალიფიკაციის დონის ამაღლებაც უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო რუსთავისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. საკრებულოზე განსახილველადაც არ გაიტანეს ძალადობის მსხვერპლი ოჯახების ფინანსური დახმარების და 18 წლამდე მოზარდებისთვის საოჯახო პირობების გაუმჯობესების მიზნით შექმნილი პროგრამებიც. ცვლილება, რომელიც ამ პროგრამებში უნდა შეგვეტანა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა სერვისს. არ იმსჯელეს არც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში შესატან ცვლილებებზე. დაუჯერებელია, მაგრამ მათთვის სტუდენტების დაფინანსებაზე, ძალადობის მსხვერპლი ოჯახების დახმარებაზე, ბავშვთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მათი პოლიტიკური დღის წესრიგი“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

ბრიფინგის დასასრულს ნინო ლაცაბიძემ იმედი გამოთქვა, რომ საკრებულო შეცვლის პოზიციას, რადგან რუსთაველები ამ ინიციატივების დამტკიცებას ელოდებიან.

,,ერთადერთი არგუმენტი, რითაც რუსთავის საკრებულოს უმრავლესობამ, პროგრამების განხილვაზე უარის თქმა დაასაბუთა, მდგომარეობს იმაში, რომ ეს პროგრამები, განსახილველად, ბიუროზე გაიტანა არა მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, არამედ მერის წარმომადგენელმა ქალაქის საკრებულოში. დაუჯერებელია, მაგრამ მათთვის სტუდენტების დაფინანსებაზე, ძალადობის მსხვერპლი ოჯახების დახმარებაზე, ბავშვთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ ადამიანის რეგალია, ვისგანაც ამ პროგრამების შესახებ მიიღებდნენ ინფორმაციას“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა