ნათია შელეგია - რუსთავის მერი დაკავებულია არასწორი ინფორმაციის გაჟღერებით, თითქოს პარტიამ „ საქართველოსთვის“ უარი განაცხადა მუნიციპალური სერვისების განვითარებაზე

"სამწუხაროა, რომ რუსთავის ქალაქის მერი ნაცვლად იმისა, თანამშრომლობდეს საკრებულოსთან, დაკავებულია მხოლოდ პიარ-სვლებითა და არასწორი ინფორმაციის გაჟღერებით, რომ თითქოს პარტიამ „საქართველოსთვის“ უარი უთხრა ქალაქს მუნიციპალური სერვისების განვითარებაზე, მაშინ, როცა რეალურად, ფაქტია, რომ ჩვენმა ფრაქციამ მხარი დავუჭირეთ აღნიშნული ცვლილების გატანას ბიუროდან საკრებულოს სხდომაზე" , - ამის შესახებ ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" წევრმა ნათია შელეგიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია შელეგია რუსთავის მერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით, პარტიამ "საქართველოსთვის" უარი უთხრა ქალაქს მუნიციპალური სერვისების განვითარებაზე.

" რაც შეეხება მერის მიერ დასახელებულ სოციალურ პროგრამებს, რომელიც ვერ გავიდა საკრებულოს სხდომაზე, გაცნობებთ, რომ ჯერ კიდევ, 2021 წლის 14 დეკემბრის მთავრობის ადმინისტრაციის წერილით, დადგენდა ხარვეზები 2022 წლის ნაჩქარევად მიღებულ ბიუჯეტსა და სოციალურ პროგრამებს შორის. მიუხედავად საკრებულოს არაერთი მიმართვისა, ოთხი თვის თავზე, მერიამ გადმოაგზავნა აღნიშნული ცვლილებები საკრებულოს სხდომამდე ოთხი დღით ადრე, ისევ ხარვეზებით. თუმა, მიუხედავად ამ ხარვეზებისა, ფრაქციამ „რუსთავი საქართველოსთვის“ მხარი დაუჭირა ამ პროგრამების გასვლას საკრებულოს სხდომაზე.

ქალაქის მერმა პირადად განაცხადა, რომ მას მოლოდინი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დესტრუქციისა, თუმცა ჩვენი პარტიის მიერ არაერთი შეთავაზებისა, რომ აეღოთ კომისიები და თანამდებობები, მათ თავად განაცხადეს უარი აღნიშნულზე და უმრავლესობა მიანიჭეს „ნაციონალურ მოძრაობას“.

პოპულიზმია, როცა ქალაქის მერი ამბობს, რომ თითქოს საკრებულოს სხდომაზე განიხილებოდა მხოლოდ საწვავის და ტელეფონის ლიმიტები, რადგან, საწვავის ლიმიტი საერთოდ არ განხილულა, ხოლო სატელეფონო ლიმიტების ნაწილში, მოხდა ლიმიტების შემცირება. ასევე პოპულისტურია ქალაქის მერის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოს სხდომაზე, ბიუროს გვერდის ავლით იყო შესაძლებელი აღნიშნული პროგრამების დამტკიცება, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და საკრებულოს რეგლამენტს", - განაცხადა ნათია შელეგიამ.

ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ უარი თქვან პარტიულ ინტერესებზე და იმოქმედონ მხოლოდ რუსთავის და რუსთაველების ინტერესებიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა, რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უარი უთხრეს.

როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, საკრებულოში, სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრებისა და მათი მოთხოვნების შესაბამისად იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები ინიცირებული, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა რომლებიც უმრავლესობით არიან წარმოდგენილი, ამ ცვლილებების შეტანაზე რაღაც გაუგებარი მიზეზით უარი თქვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო