სადახლოში სახალხო დღესასწაული აღინიშნა

სადახლოში სახალხო დღესასწაული აღინიშნა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, სახალხო დღესასწაული აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის

მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ადგილობრივებისთვის სოფლის დღესასწაულის მისალოცად, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე ჩავიდნენ.

„ღონისძიება ტრადიციულად სოფლის განაპირა ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც ზეიმზე დასასწრებად ადგილობრივები და მოწვეული სტუმარები შეიკრიბნენ.

სპეციალურად ამ დღისთვის ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობები და კონცერტი, რომელშიც ადგილობრივებმა მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ დღესასწაული „სადახლოობა“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მეექვსე წელია აღინიშნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მერია ავრცელებს.