ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოიწვია, საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს აირჩევენ

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოიწვია, საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს აირჩევენ.
დღევანდელ სხდომაზე ბათუმის საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობის განსაზღვრა და საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებაც იგეგმება.
ამასთან, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ცესკოს მიერ, „ქართული ოცნების” წევრის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილებას ცნობაც მოხდება.
ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოში სულ ოთხი პარტიაა წარდგენილი, თვითმმართველობის არჩვნების შემდეგ, საკრებულოს სხდომებს ოპოზიციის წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებნენ, რის გამოც კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა ვერ ტარდებოდა.

























