ყოველწლიურად, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, 30 მაისს აღნიშნავს გაფანტულ სკლეროზთან ბრძოლის დღეს - გლობალური სოლიდარობის და მომავლის იმედის ნიშნად!
პირველად, გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღე (World Multiple Sclerosis Day), გაფანტული სკლეროზის საერთაორისო ფედერაციამ (MSIF), 2009 წელს აღნიშნა. აღნიშნული ფედერაცია ოფიციალურად 1967 წელს დაარსდა და მისი მიზანია გაფანტული სკლეროზის, მისი მკურნალობის მეთოდების შესახებ სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაცია და ინფორმაციის გავრცელებაა, თემატური კამპანიების საშუალებით.
გაფანტული სკლეროზის სიმბოლოს ნარინჯისფერი ცნობადობის ლენტი წარმოადგენს.
გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღეს, ბევრ ქვეყანაში იმართება კონფერენციები, საგანმანათლებლო ლექციები და სემინარები. ექიმებს გადაეცემათ საპატიო დიპლომები, სერტიფიკატები - დაავადების მკურნალობაში წარმატების მიღწევისთვის. საქველმოქმედო ფონდები აგროვებენ თანხებს, აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. სპეციალისტები კი იძლევიან რჩევებს, ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
წელს, გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღის თემა გახლავთ „კავშირი“ (Connect). თემა 2020-დან 2022 წლამდე გრძელდება და ყურადღებას ამახვილებს სამყაროს გაერთიანებაზე როგორც ერთმანეთთან, ასევე საკუთარ თავზე უკეთესი მოვლისთვის.
დღევანდელი თარიღი არის შესაძლებლობა, არა მხოლოდ გავიხსენოთ რთული დიაგნოზით მცხოვრები ადამიანები, არამედ ვისაუბროთ დროული დიაგნოსტიკის, რეგულარული გამოკვლევებისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე.
გაფანტული სკლეროზი ნერვული სისტემის ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც თავს იჩენს ახალგაზრდა ასაკში და დროთა განმავლობაში, შეიძლება მძიმე ინვალიდობა გამოიწვიოს. მხოლოდ ადრეულ დიაგნოზს და დროულად დანიშნულ მკურნალობას შეუძლია პათოლოგიის პროგრესირების შენელება და სტაბილური რემისიის უზრუნველყოფა.
დღეისათვის, მსოფლიოში 2.8 მილიონ ადამიანს უწევს ცხოვრება ამ დაავადებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 3000 ადამიანიდან, 1-ს აქვს გაფანტული სკლეროზი.
ამჟამად, ზუსტად არ არის ცნობილი გაფანტული სკლეროზოს განვითარების პათოგენური მექანიზმი. თუმცა, დაავადების გამომწვევ შესაძლო მიზეზებს შორის გამოყოფენ:
ზოგადად, გაფანტული სკლეროზის სიმპტომებად ითვლება:
ამ დაავადების მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. რაც უფრო ადრე დაიწყება თერაპია, მით მეტი იქნება დაავადების პროგრესირების შენელებისა და სტაბილური რემისიის მიღწევის შანსი.
მკურნალობის მთავარი მიზანია იმუნური სისტემის აქტივობის შეცვლა და ნერვული უჯრედების განადგურების შეჩერება. მედიკამენტების არჩევანი დამოკიდებულია სიმპტომების ტიპზე და სიმძიმეზე.
ამჟამად, საქართველოში ხელმისაწვდომია თანამედროვე ეფექტური მედიკამენტები, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის; ასევე, მოქმედებს თბილისის მერიისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები, რომელიც გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს საშუალებას აძლევს, უფასოდ (ან მნიშვნელოვანი ფასდაკლებით) მიიღონ თანამედროვე მკურნალობა. თუმცა, საქართველოს რეგიონებში კვლავ რჩება ბევრი პაციენტი, რომლთათვის ინოვაციური თერაპია ჯერ კიდევ მიუწვდომელია.
იმედია, უახლოეს მომავალში ხსენებული პროგრამა გაფართოვდება ეროვნულ დონეზე და გაფანტული სკლეროზით დაავადებულ ყველა პაციენტს ექნება წვდომა თანამედროვე, ინოვაციურ მკურნალობაზე.
საინტერესო და ყურადსაღები ფაქტები:
სტატია მომზადებულია საქართველოში სს ნოვარტის ფარმა სერვისიზ წარმომადგენლობის მხარდაჭერით. იგი არ წარმოადგენს სარეკლამო მასალას და გამოქვეყნებულია საინფორმაციო მიზნით დაავადების ცნობიერების ამაღლებისთვის.
(R)