2022 წელს ჰიუნდაი მოტორმა Autocar Awards-ის სამ ნომინაციაში გაიმარჯვა

ჰიუნდაიმ 2022 წლის Autocar Awards-ზე სამი ჯილდო მოიპოვა:

  • მსოფლიოს უძველესი საავტომობილო ჟურნალის ჯიურის წევრებმა, ჰიუნდაის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი და დიზაინის მსოფლიო ცენტრის ხელმძღვანელი, სან იუპ ლი, დიზაინის სფეროში წლის გმირად დაასახელეს
  • Hyundai Santa Fe - საუკეთესო დიდი ზომის ავტომობილად,ხოლო მოდელი
  • Hyundai i20 N დასახელდა ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილი გახდა ბრიტანეთში

წლის გმირის ტიტული დიზაინის სფეროში, Autocar Awards-ზე ენიჭება ადამიანს, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ავტოდიზაინის სამყაროზე, არა მხოლოდ გასულ წელს, არამედ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში. სან იუპ ლის, როგორც ჰიუნდაის დიზაინის მსოფლიო ცენტრის ხელმძღვანელის ბოლო შემოქმედებამ, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, მათ შორის IONIQ 5-მაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოიპოვა მსოფლიოში წლის საუკეთესო დიზაინის ავტომობილის და მსოფლიოში წლის საუკეთესო ელექტროავტომობილის ტიტულები.

ჟიურის წევრებზე წარუშლელი შთაბეჭდილებმა სწორედ ჰიუნდაის ავტომობილების ბრწყინვალე დიზაინმა მოახდინა, მიმართულებამ რომელსაც სათავეში ლი უდგას. 2021 წელს, კონკურსზე iF design, ჰიუნდაიმ ცხრა კატეგორიაში გაიმარჯვა და უკვე 9 წელია იმარჯვებს. 2021 წლის დასაწყისში, კონკურსზე GOOD DESIGN, ჰიუნდაიმ ოთხი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის მომავლის ავტომობილის კატეგორიაში. აღნიშნულმა ვტომობილმა აგრეთვე გაიმარჯვა კატეგორიაში "საუკეთესოთა შორის საუკეთესო", კონკურსზე Red Dot Design.

„სანგ იუპ ლი ჰიუნდაის 2016 წელს შეუერთდა და, როგორც ჰიუნდაისა და ჯენეზისის მთავარი დიზაინერი, 700 კაციან გუნდთან ერთად, ზედამხედველობას უწევს 50 ავტომობილის შექმნას, დიზაინის 11 მსოფლიო ცენტრში“ - ამბობს მარკ ტიშოუ, ჟურნალ Autocar-ის რედაქტორი. “თავისი საქმიანობის ფარგლებში, მან გარდაქმნა ჰიუნდაის დიზაინი, რამაც გამოიწვია ის, რომ ჰიუნდაის ავტომობილები იწვევს უფრო მეტ აღფრთოვანებას, ვიდრე როდესმე. ეს განსაკუთრებით ეხება მოდელს IONIQ 5, აგრეთვე მომავალ მოდელებს IONIQ 6-ს და IONIQ 7-ს".

"როდესაც Autocar-ის "წლის დიზაინერის" ნომინაციის გამარჯვებულებს ვუყურებ, ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ჩემთვის დიზაინის სფეროში მისაბაძი ადამიანები არიან. მინდა მადლობა გადავუხადო Autocar-ის გუნდს იმისთვის, რომ ჰიუნდაის დიზაინის მსოფლიო ცენტრის ნამუშევარმა, ასეთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემი და ჩვენი გუნდის ყველა საქმისადმი თავდადებული და ნიჭიერი დიზაინერისა და ინჟინრის სახელით მივიღო ეს ჯილდო, რომლებიც მსოფლიოს ყველა წერტილიდან განაგრძობენ მეტი ინოვაციის შემოტანას ჩვენს ბრენდში.” - ამბობს ლი.

Autocar-ის ჟურნალმა ჰიუნდაის მოდელი Santa Fe საუკეთესო დიდი ზომის ავტომობილად დაასახელა. ამის შესახებ თიშოუმ განაცხადა: “თუ ფიქრობთ, რომ დიდი ავტომობილი არ შეიძლება იყოს ეკონომიური და ხელმისაწვდომი, ან გგონიათ, რომ გამძლე სპორტული უნივერსალი ვერ იქნება მიმზიდველი, ან რომ დატენვადი ჰიბრიდული ავტომობილები ძალიან ბევრ კომპრომისს მოითხოვს იმისათვის, რომ რეალურ ცხოვრებაში კომფორტული იყოს მათი მართვა, ჰიუნდაის მოდელი Santa Fe საწინააღმდეგოს დაგიმტკიცებთ.”

Santa Fe - ჰიუნდაის ყველაზე დიდხანს მავალი სპორტული უნივერსალია, რომლის გაყიდვაც 2001 წელს, დიდ ბრიტანეთში დაიწყო. D-სეგმენტის სპორტულმა უნივერსალმა მაღალი შეფასება დაიმსახურა კომფორტისა და ტევადობის კომპონენტებში. სტანდარტული ფუნქციების დიდი არჩევანი და სალონის ფუნქციონალური დიზაინი, რომელიც ბოლო სერიის ავტომობილებში მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, მომხმარებლებს პრემიუმ არჩევანს სთავაზობს. უკვე ხელმისაწვდომია ჰიბრიდული და დატენვადი ჰიბრიდული მოდელები, ახალი, გამორჩეული დიზაინით და მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიური და უსაფრთხოების ფუნქციებით.

კონკურსზე Autocar მოდელმა i20 N, გაიმარჯვა ნომინაციაში “ბრიტანეთის ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილი“, რის შესახებაც თიშოუმ განაცხადა: “მოდელმა i20 N ამ ნომინაციაში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. 5 ჟიურის წევრიდან თითოეულ 25 ქულით აფასებდა თითოეულ ავტომობილს. მოდელმა i20 N, 102 ქულა დააგროვა და მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა მეორე ადგილზე გასული მოდელი. ეს ავტომობილი არის უკონკურენტო არჩევანი ავტომობილებით გატაცებული მძღოლებისთვის და მნიშვნელოვნად ზრდის N ქვებრენდის პოპულარობას, უფრო დიდი ზომის i30 N-თან შედარებითაც კი.”

"ამ კონკურენტულ კატეგორიებში გამარჯვება, მნიშვნელოვანი მიღწევაა ჰიუნდაისთვის". განაცხადა ჩე იონგ კიმმა, ჰიუნდაი მოტორის ჯგუფის პროდუქტის განყოფილების ხელმძღვანელმა. “ეს არის იმ ადამიანების თავდაუზოგავი შრომის დადასტურება, რომლებიც უძღვებიან და მუშაობენ ჩვენს დიზაინისა და პროდუქტის განვითარების გუნდებში. მიუხედავად იმისა, რომ Santa Fe და i20 N ძალიან განსხვავებული მოდელებია, მათ შექმნაში ერთი და იგივე ადამიანები დებენ საკუთარ შემოქმედებით და ტექნიკურ უნარებს.”

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო