ბათუმის საკრებულო პარტია „ლელო საქართველოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ დატოვა

ბათუმის საკრებულო „ლელო საქართველოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ დატოვა. მან განცხადებით საკრებულოს უკვე მიმართა.
ირაკლი კუპრაძეს, ამავე პარტიის წევრი ვაჟა დარჩია ჩაანაცვლებს. როგორც ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, იგი პოლიტიკურ საქმიანობას „ლელო საქართველოს” თბილისის ოფისში საორგანიზაციო მდივნის პოზიციაზე გააგრძელებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება საკრებულოს დატოვების შესახებ პირადად მიიღო.
„თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ მივიღეთ ძალადობა, ზეწოლა და მუქარა, ამ პროცესებმა დემოკრატია დააზიანა ჩვენს ქვეყანაში. ბრძოლას ვაგრძელებ და ხელმისაწვდომი ვიქნები ყველასთვის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

























