ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ უმრავლესობის წევრებმა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს. მას მხარი საკრებულოს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ირაკლი თავდგირიძემ.

“მადლობა ამომრჩევლებს, მზად ვართ ვემსახუროთ ქალაქს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საკრებულო იყოს ღირსეული, მივიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებებს, რაც სამომავლოდ კარგად და კეთილად დაამახსოვრდება ჩვენს მოქალაქეებს. თუ საკრებულოს წევრი ხარ, უნდა მიიღო საქმიანობაში მონაწილეობა, უნდა მოხვიდე და ემსახურო მოსახლეობას. გააჩნია რა იდეებით შემოვლენ ოპოზიციის წევრები, ჩვენ ერთნაირად უნდა გვიყვარდეს ბათუმი და ვემსახუროთ ქალაქს, მე ასე მესმის”,- განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

ამასთან, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი თავდგირიძე აირჩიეს. ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიიდან შევიდა, თუმცა მალევე აღნიშნული პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელა მუშაობა. დღესვე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად ნატალია ზოიძე და ზურა ნაკაიძე აირჩიეს.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დასწრებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა