სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ინფორმაციით, მათი პარტიის წევრს, ვახტანგ წურწუმიას დილიდან ვერ პოულობენ

სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლაშა კუჭავას ინფორმაციით, მათი პარტიის წევრს, ვახტანგ წურწუმიას დილიდან ვერ პოულობენ. როგორც კუჭავამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვახტანგ წურწუმიაზე საკრებულოს დატოვების მიზნით ზეწოლა, დაშინება და მოსყიდვა „ქართული ოცნების" მხრიდან დიდი ხანია ხორციელდება. მისივე თქმით, წურწუმიამ ბევრი იბრძოლა და საკუთარი ნებით საკრებულოს დეპუტატობაზე უარს არასოდეს იტყვის.

„ეს პიროვნება დაკარგულია, დილიდანვე ვეძებთ ჩვენ, ოჯახი და ახლობლები. ვახტანგი თეკლათის მაჟორიტარი დეპუტატია. ჩემი ინფორმაციით, ის წაყვანილი ჰყავთ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რადგან აიძულონ დაწეროს განცხადება და გავიდეს საკრებულოდან. ის დიდი ხანია რაც პარტიის წევრია, მუდამ წინა ხაზზე იყო და მისი სურვილით არასოდეს არ დატოვებს საკრებულოს. მან იბრძოლა და პირველივე ტურში მოუგო ,,ქართულ ოცნებას" დიდ სოფლებში, შესაბამისად, საკუთარი სურვილით ამ ნაბიჯს არ გადადგამს. მის მიმართ ხორციელდება ზეწოლა, მუქარა და ის, რომ ადამიანი არ არის და ვერ ვპოულობთ, ფაქტია. მთავარია ცოცხალი ვიპოვოთ და არ განმეორდეს ის, რაც აჭარაში მოხდა. ბოლოს გუშინ საღამოს ვნახე. ჩემივე მანქანით გავუშვი სახლში, დილას ადრე ველოდებოდი ჩემთან და რომ არ მოვიდა მივაკითხე, მანქანა ჭიშკართან იდგა, მაგრამ ვახტანგი არ დამხვდა. მისმა ოჯახის წევრებმა არაფერი იციან, დილის 09:00 საათიდან ვეძებთ ,"- განაცხადა სენაკის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლაშა კუჭავამ.

"ქართულ ოცნებაში" „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას ვახტანგ წურწუმიასთან დაკავშირებით უარყოფენ და აცხადებენ, რომ ზეწოლა ენმ-ს ხელწერაა.

“რაც შეეხება ძალადობას და ვიღაცაზე ზეწოლას, ეს არ არის მმართველი გუნდის, პარტიის პოზიცია. ყოველთვის თვითონ იყვნენ მოძალადეები. მე ამ ადამიანს ვიცნობ როგორც საკრებულოს წევრს, სხვა არანაირი შეხება არ მქონია. არ ვიცი რა განცხადება გააკეთეს. პირველად მესმის ასეთი რაღაც, მსგავსი ხელწერა ჩვენი გუნდიდან არ იქნება", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ინგა ქარდავამ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ