ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსად დემურ ინანეიშვილი დაინიშნა

ქუთაისის მერიაში ა(ა)იპ „ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია" შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი სამსახურის უფროსად ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს დემურ ინანეიშვილი წარუდგინა. ამასთან, დემურ ინანეიშვილი ამ დრომდე მერიის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების" დირექტორის მოადგილე იყო.

ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია" მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა. ამასთან, ახალ ა(ა)იპს ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციების გარდა, მუნიციპალური ქონების დაცვა, სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევასა და ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის დარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება დაევალება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს