ხვალ ღონისძიება „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ გაიმართება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ხვალ „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ აღინიშნება.

ღონისძიება 31 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხში“ გაიმართება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთად სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხზე ხაზგასმით აღნიშნავს.

წლევანდელი დღის თემაა: „თამბაქო - გარემოს საფრთხე“.

ღონისძიებაზე განიხილავენ საქართველოში თამბაქოს კონტროლის მიმართულებით მოპოვებულ მიღწევებს, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებს.

შეხვედრაში ონლაინ ჩართვით მიიღებს მონაწილებას თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდიცნოს ხელმძღვანელი ადრიანა ბლანკო მარკუიზო, ასევე ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ საერთაშორისო კავშირის თამბაქოს კონტროლის მიმართულებით დირექტორის მოადგილე შაოჯინ ვანგი.

შეხვედრაზე მიწვეულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„2022 წელს ამ დღეს სხვადასხვა მიღწევით ვხვდებით - დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021-2025 და სამოქმედო გეგმა 2021-2023, დამტკიცდა თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის დადგენილება, კანონი თანდათან უფრო სრულყოფილი ხდება - მოწევა აიკრძალა ტაქსებსა და კერძო ავტომანქანებში, სადაც არასრულწლოვანები არიან და სხვა; და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონის აღსრულება ეფექტურად ხორციელდება. ასევე, წელს 31 მაისის მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღის აღსანიშნავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს გადაწყვეტილებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაჯილდოვდა თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის”,- აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

ამასთან დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს გარემო საფრთხეებზე, რომელსაც თამბაქო ქმნის:

  • 300 ღერი სიგარეტის დამზადებას 1 ხე სჭირდება და ყოველწლიურად სიგარეტების დასამზადებლად 600 მილიონი ხე იჭრება და 200 000 ჰექტარი ტყე იჩეხება
  • 1 ღერი სიგარეტის დასამზადებლად 3.7 ლიტრი წყალი იხარჯება
  • ყოველწლიურად 6 ტრილიონი სიგარეტი იწარმოება და 84 მილიონი ტონა CO2 გამოიყოფა, რაც 3 ტრანსატლანტიკური ფრენის და 280 000 რაკეტის კოსმოსში გაშვების ტოლფასია
  • მწეველი სიცოცხლის განმავლობაში 5 ტონა CO2-ს გამოყოფს გარემოში
  • მწეველობის ჯამური ეკონომიკური ტვირთი 1436 მილიარდი აშშ დოლარია
  • ყოველ წლიურად 4.5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი ხვდება გარემოში; სიგარეტის ნამწვი გარემოს ყველაზე ხშირი დამაბინძურებელია

„გააძლიერე ჩართულობა - შეცვალე ჩვევა!

ამ სლოგანით გაერთიანებულ საზოგადოებას შეუძლია შექმნას საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე. პოზიტიური ცვლილების განსახორციელებლად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჩართულობა, ინიციატივა და კანონის აღსრულება. გვახსოვდეს, რომ თითო მოქალაქის ჩვევა ქმნის საზოგადოების ქმედებას.

თამბაქოს კონტროლის გაძლიერებით მომდევნო 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს საქართველოს 53 100 მოქალაქის გარდაცვალებას და 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს. თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით ქვეყნის უკუგება 5 წელიწადში 161 ლარი და 15 წელიწადში კი 357 ლარი იქნება.

არა თამბაქოს = ჯანსაღი პლანეტა + ჯანმრთელი მოსახლეობა

შემოგვიერთდით! ჩვენ ერთად შევქმნით საქართველოს თამბაქოს კვამლის გარეშე!“,- აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა