იაპონიაში “ვაზიანის” გამარჯვებული ღვინო „ხიხვის“ გრანპრით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

იაპონიაში “ვაზიანის” გამარჯვებული ღვინო „ხიხვის“ გრანპრით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ღვინის საერთაშორისო კონკურსში Sakura Japan Women’s Wine Awards 2022,-ზე მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში მაყაშვილის ღვინის მარნის 2019 წლის ხიხვი „ორმაგი ოქროს“ მფლობელი გახდა და კონკურსის წესების თანახმად, წარდგენილი იყო უმაღლესი ჯილდო - გრანპრის (Grand Prix) მოსაპოვებლად. დაჯილოდოების ცერემონია ქ. ტოკიოში Gajoen Tokyo-ს კომპლექსში გაიმართა.

დაჯილდოებას ღვინის ექსპერტები, სომელიები, ჟურნალისტები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ცერემონია „Sakura Award”-ის პრეზიდენტმა იუმი თანაბემ გახსა. დაჯილდოვებას ესწრებოდნენ „ვაზიანის“ დირექტორი ნათია მეტრეველი და იაპონიაში „ვაზიანის“ ბიზნეს პარტნიორი Mottox Inc -ის პრეზიდენტი დაისუკე ტერანიში.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 9rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2022) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს ტოკიოსა და ოსაკაში ჩატარდა. აღნიშნული კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში მსოფლიოს 30 -ზე მეტი ქვეყნიდან ღვინის მწარმოებელი ასობით კომპანია იღებს მონაწილეობას , ხოლო საკონკურსო ღვინოების რაოდენობა 4800 დასახელებას აღემატება. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე 430 ცნობილი ქალბატონებით - სომელიებით, ღვინის ექსპერტებით, მწერლებითა და ჟურნალისტებით, რომლებიც ბრმა დეგუსტაციის შედეგად ავლენენ საუკეთესო ღვინოს.

(R)