ზუგდიდში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

4 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ექიმები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, აქცია მოიცავს გასტროენტეროლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ნევროლოგის, თერაპევტის,უროლოგის, ოფთალმოლოგის, კონსულტაციას, ასევე, ეხოსკოპიას და კარდიოგრამას.

ვეტერანთა ჰოსპლიტლის ექიმებთან ერთდ, ვეტერანებს, მოემსახურებიან კლინიკა "ვივა მედის" ექიმებიც.

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: ზუგდიდი, გამსახურდიას ქუჩა N 1,( შპს. ‘’აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა’’).

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია ვეტერანებს წინასწარ მიეწოდებათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს