ილია ვერძაძე - დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვას დაეთმო - თემურ კახიძემ კანონმდებლებთან 2021 წელს გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, მომხსენებელმა სააგენტოს მიერ დასაქმების ხელშეწყობის მართვის, უზრუნველყოფის მიმართულებების, პრიორიტეტებისა და გამოწვევების პარალელურად, დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა სამუშაოს მაძიებლების, დამსაქმებლების, ბიზნესის განვითარების, შშმ პირთა, სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების, ასევე გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა მიმართულებით განხორციელებული ტრენინგ-სემინარების, ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ.

თემურ კახიძის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება პროფესიული რესურსი. მომხსენებელმა კანონმდებლებს მადლობა გადაუხადა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ინიცირებისთვის, რითაც სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, გრანტის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ცნობით, კითხვა-პასუხისას გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელთა მოგვარებაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე და უმაღლესი საბჭოს წევრები სააგენტოს ხელმძღვანელს თანადგომას დაჰპირდნენ.

თემურ კახიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა